აჭარაში სასწავლო პროცესი სკოლებში 4 მარტს განახლდება

აჭარაში სასწავლო პროცესი სკოლებში 4 მარტს განახლდება

აჭარაში სასწავლო პროცესი სკოლებში 4 მარტს განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის განათლების სამინისტრო ავრცელებს.

„აჭარის რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდება 4 მარტს", - ნათქვამია განცხადებაში.

განათლების სამინისტროს განცხადებით, დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

სამინისტროს თქმით, სწავლა ნაწილობრივ მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.