უნდა გავიხსენოთ ის წინააღმდეგობრივი განცხადებები, რასაც აკეთებენ კალაძე და მისი ქვეშევრდომები, რადგან, ერთი მხრივ, უნდათ საზოგადოება მიამიტურად მოატყუონ, რომ შეუძლებელი იყო ამ სტიქიასთან გამკლავება, მაგრამ მეორე წუთას გვეუბნებიან, რომ თითქოს ნაგვით იყო გადაფარული სანიაღვრე ცხაურები და ამიტომ ვერ მოხერხდა წყლის გატარება. დღესაც კი გააკეთა ამ შინაარსის განცხადება თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელმა, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ეს ნაგავიც თავიანთი გასატანია. [...] მეორე კიდევ გასაოცარი, როდესაც მაჟორიტარი დეპუტატი ზარნაძე საუბრობს, რომ გარემოვაჭრეები ინახავენ ინვენტარს სანიაღვრე ინფრასტრუქტურაში. პირველად გაიგო? დღეს ნახა? თუ ასე ხდება და ხელის გაშვერა უნდათ გარემოვაჭრეებზე, მათთვის ეს ცნობილი უნდა ყოფილიყო და გამოდის, რომ უპასუხისმგებლობით ქალაქის პრობლემებით, მისცეს საშუალება ადამიანებს, რომ საკუთარი ინვენტარის შესანახად გამოიყენონ ადგილი, რომელიც არც ინვენტარს შეინახავს წესიერად და ქალაქსაც შეიძლება დიდი პრობლემა შეუქმნას.
ამბობს სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის დამფუძნებელი, ირაკლი აბესაძე ფორმულას ეთერში.