
Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს პირად სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არ არის, დაასრულოს ომი უკრაინაში, რადგან თვლის, რომ ამჟამად იმარჯვებს.
ეს ინფორმაცია ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის, ემანუელ მაკრონს, ფრიდრიხ მერცს, ჯორჯია მელონს და ურსულა ფონ დერ ლაიენს პუტინთან საუბრის შემდეგ გაუზიარა.
20 მაისს პუტინთან საუბრის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა "დაუყოვნებლივ" დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების მიზნით.
პუტინის თქმით კი, მოსკოვი მზად არის მუშაობა დაიწყოს "მომავალი სამშვიდობო შეთანხმების მემორანდუმზე", ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს მომენტი "გადამწყვეტად" შეაფასა და აშშ-ს მოუწოდა, მოლაპარაკებებს არ ჩამოშორდეს.