
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ომის მესამე წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის ალტერნატიულ ვერსიას, რომელიც აშშ-მ მოამზადა, ერთადერთი თანასპონსორი ქვეყანა საქართველოა.
გამოცემის ცნობით, უკრაინის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი მსგავსია იმ დოკუმენტებისა, რომლებიც გაერომ 2022 წელს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მიიღო. აღნიშნული ტექსტი აგრესორად რუსეთს ასახელებს და მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მოუწოდებს, რაც უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ძალების სრულად გასვლას ეფუძნება.
ამერიკის მიერ წარმოდგენილ ალტერნატიულ რეზოლუციაში კი არ არის ნახსენები, ვინ დაიწყო ომი, და არ შეიცავს კონკრეტულ მოთხოვნებს კრემლის მიმართ.