
The Wall Street Journal-ი წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციას იმის შესახებ ავრცელებს, რომ აშშ-მა და უკრაინამ იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, ხელი დღეს მოაწერონ.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმება შესაძლოა დღეს გაფორმდეს, თუმცა შეთანხმება ბოლომდე დასრულებული არ არის.
WSJ-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა რუსეთ-უკრაინის ომის საკითხში, კით კელოგმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ "დიდი როლი ითამაშა" აშშ-უკრაინის შეთანხმების პირობების დასრულებაში, რომელიც კიევში სამდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.