გამოცემა The Guardian-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რუსებს უკრაინაში გაჭიანურებული ომისთვის ამზადებს, კრემლი კი შეშფოთებულია, რომ ომის მიმდინარეობის შეცვლა არ შეუძლიათ.
"რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რუსებს უკრაინაში გაჭიანურებული ომისთვის ამზადებს. კრემლი შეშფოთებულია, რომ მათ არ შეუძლიათ ომის მიმდინარეობის შეცვლა", - წერს გამოცემა.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ საჯარო გამოსვლების დროს, პუტინმა ომს არაერთხელ უწოდა ეგზისტენციალური ბრძოლა რუსეთის გადარჩენისთვის.
"ჩვენთვის ეს არ არის გეოპოლიტიკური ამოცანა, არამედ რუსეთის სახელმწიფოებრიობის გადარჩენის, ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავალი განვითარებისთვის პირობების შექმნა", - ციტირებს გამოცემა რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებს.
სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პუტინმა პრაქტიკულად შეწყვიტა ომის კონკრეტულ მიზნებზე საუბარი. მათი თქმით, პუტინის განცხადება არის დაფარული გზავნილი, რომ ომი უკრაინაში მალე არ დასრულდება. ამასთან, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ლიდერმა, რომელიც დასავლური დაზვერვის თანახმად, პირადად ღებულობს ოპერატიულ და ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს უკრაინაში, საკუთარ საჯარო კომენტარებში შეწყვიტა უკრაინის ფრონტზე არსებული ვითარების განხილვა.