
TV იმედის თანამშრომლის შაკო ნათენაძის სასიკვდილოთ ცემის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს.
ფორმულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, შაკო ნათენაძე ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი გახდა და მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. ამ დრომდე უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.