საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) ინფორმაციით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით იოსებაშვილმა 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში თანამდებობიდან მიღებული შემოსავალი, მისი და მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონება არ მიუთითა.
TI-ის ცნობით, იოსებაშვილსა და მის მეუღლეს, ნანა კეჩხუაშვილს 6 ერთეული დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება ეკუთვნის:
ბინა თბილისში, ემუხვარის ქუჩაზე - 40.0 კვ.მ (საკუთრება)
ბინა თბილისში, ემუხვარის ქუჩაზე - 95.50 კვ.მ (საკუთრება)
ბინა გორში, ნადირაძის ქუჩაზე - 71.90 კვ.მ (საკუთრება)
მიწის ნაკვეთი გორში, სოფელი ძევერა - 13,033 კვ.მ. (საკუთრება)
მიწის ნაკვეთი გორში, სოფელი ძევერა - 4,047 კვ.მ. (თანასაკუთრება)
მიწის ნაკვეთი გორში, სოფელი ძევერა - 2,097 კვ.მ. (თანასაკუთრება)
"დაცული ტერიტორიების სააგენტო გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ-ია. იოსებაშვილი სსიპ-ის თავმჯდომარის პოზიციაზე, 2021 წლის ივლისში დაინიშნა. მანამდე ის სამი წლის განმავლობაში, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინსპექტირების სამსახურს ხელმძღვანელობდა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს შეისწავლოს იოსებაშვილის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება", - აღნიშნულია TI-ის ინფორმაციაში.