TASS: რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დასრულდა

TASS: რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები დასრულდა

კრემლის პროპაგანდისტული მედია TASS წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სტამბულში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის საუბარი დასრულდა.

მედიის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

აქამდე არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებს ერთმანეთისთვის მშვიდობის დამყარების გზის შესახებ მემორანდუმები უნდა წარედგინათ.