რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის სურვილი საქართველოდან 100-მდე აბიტურიენტმა გამოთქვა. ამის შესახებ სახელმწიფო გამოცემა TASS-ს შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციამ განუცხადა. სწავლა რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსდება და 2024 წელს კვოტა 200 ადგილს შეადგენს.
განაცხადების მიღება 1-ლი სექტემბრიდან დაიწყო და 1-ელ ნოემბრამდე გაგრძელდება.
"100-მდე განაცხადი უკვე მიღებულია", - განაცხადა სექციის თანამშრომელმა.
როგორც TASS წერს, აბიტურიენტებს რუსეთიდან სთავაზობენ რუსეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში სწავლას ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის (MGU), რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიისა და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის (MGIMO) გარდა.
"ძირითადად, არჩევანი მოდის მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტებზე, მაგრამ განმცხადებლები ასევე ირჩევენ უნივერსიტეტებს ყაზანში, კრასნოდარის, ასტრახანის, ვოლგოგრადის, ვორონეჟის, ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტებში“, - აღნიშნავენ რუსეთის ფედერაციის ინტერესთა განყოფილებაში.
TASS-ის ინფორმაციით, ცნობით, ძირითადი მიმართულებები, რომლებიც აბიტურიენტებმა აირჩიეს, არის მედიცინა, ლინგვისტიკა, IT, იურისპრუდენცია, ეკონომიკა, ინჟინერია, სოფლის მეურნეობა და მშენებლობა.