Super Bowl-ის გამარჯვების აღლუმზე სროლა იყო, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. დაჭრილებს შორის 9 ბავშვია, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
მისურის პოლიციის ცნობით, დაკავებულია 3 ადამიანი, რომლებიც სროლაში არიან ეჭვმიტანილები. სამართალდამცველების ინფორმაციით, სროლა იუნიონ-სთეიშენის მხრიდან დაიწყო, სადაც ათასობით გულშემატკივარი იყო შეკრებილი.
ადგილობრივი მედია წერს, რომ კანზას-სითი ჩიფშის მოთამაშეები ჯერ კიდევ სცენაზე იმყოფებოდნენ, როდესაც პირველი გასროლის ხმა გაიგეს.
თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.