Start-Business Solution-ის კვლევა: საშუალო ხელფასის 48% საქართველოში საკვებზე იხარჯება

Start-Business Solution-ის კვლევა: საშუალო ხელფასის 48% საქართველოში საკვებზე იხარჯება

Start - Business Solution-მა ოჯახის ერთი თვის რაციონის ფასების კვლევა ჩაატარა, რომლიდანაც ირკვევა, რომ საშუალო ხელფასის 48% საქართველოში საკვებზე იხარჯება.

კვლევით ვლინდება, რომ თბილისში 4-წევრიანი ოჯახის ყოველთვიური ხარჯები აუცილებელი საკვები პროდუქტების შესაძენად საშუალოდ 1 075 ლარს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში მხოლოდ 1 ადამიანია დასაქმებული, ოჯახის საშუალო შემოსავლის 48% კვებაზე იხარჯება.

კვლევა ჩატარდა 2025 წლის აპრილში. მონაცემები შეგროვდა თბილისის 8 ძირითად სუპერმარკეტების ქსელში, სადაც შესწავლილ იქნა 34 აუცილებელი საკვები პროდუქტის ფასები.

რაციონი შემუშავებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) და სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეკომენდაციების საფუძველზე.

Start - Business Solution-ის მიერ ჩატარებული კვლევით ვლინდება, რომ:

• სუპერმარკეტებს შორის ფასთა სხვაობა 198 ლარია (18%)

• ცილოვანი პროდუქტები (ხორცი, თევზი, კვერცხი) მთლიანი ხარჯის მესამედს (31%) შეადგენს

• ხორცისა და თევზეულის გარეშე კალათის ღირებულება 765 ლარს შეადგენს

• საშუალო ხელფასის (2 217,5 ლარი) ნახევარი საკვებზე იხარჯება, რაც ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ პროპორციას (15-25%) მნიშვნელოვნად აღემატება

• სოციალური პაკეტის მიმღები 185,4 ათასი მოქალაქისთვის სრულფასოვანი კვება ხელმიუწვდომელია, რადგან სოციალური პაკეტის საშუალო ოდენობა (300-400 ლარი) ვერ ფარავს მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულებასაც კი.

Start - Business Solution-ში ამბობენ, რომ მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში მცხოვრები ოჯახების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის სრულფასოვანი კვების უზრუნველყოფა სერიოზული ფინანსური გამოწვევაა. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში არიან დაბალშემოსავლიანი ოჯახები და სოციალური პაკეტის მიმღები პირები, რადგან მათი შემოსავალი ვერ უზრუნველყოფს თუნდაც მინიმალური საკვები კალათის შეძენას.