Salt Projects-ის დამფუძნებელი: გაჩუმება ღალატის ტოლფასია

იმის გარდა, რომ ძალიან გაბრაზებულები ვართ, გარდა იმისა, რომ ჩვენს ღირსებას ეხებიან, ორი მთავარი მიზეზი მაქვს, რატომ მოვედი აქ.

პირველი, მინდა შევახსენო ბიზნესს, ყველა ჩვენს კოლეგას, რომ ჩვენ გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც გამოიხატება ზუსტად ამაში. პასუხისმგებლობიანმა ბიზნესმა, უნდა ამოიღოს ხმა, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. ჩვენ, არ ვართ "ცეხავიკები".

აქ, აქციებზე დგას ქვეყნის ინტელექტუალური ნაწილი, საზოგადოება, რომელიც ყოველდღე ქმნის ქვეყნის უკეთეს მომავალს. უამრავ ადამიანს ვხედავ, რომლებიც შეიძლება ეთერებში არ ჩანან, თუმცა აქ დგანან ადამიანები, რომლებიც ქმნიან და აწარმოებენ. ქვეყნის მთელი ინტელექტი.

მეორე არის ის, რომ მოტივაცია მივცეთ ყველას ჩვენი აქ ყოფნით. იმედი მაქვს, ადამიანები რომლებიც ხმას ამოიღებენ, დაემატებიან ამ სტუდიას და ამ ეთერს. ახლა, გაჩუმება ღალატის ტოლფასია.

განაცხადა Salt Projects-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ვალერი ჩეხერიამ ბიზნესის კვირეულის სპეციალურ ეთერში და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.