
Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა აშშ-ს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებისა და ვაშინგტონთან ურთიერთობების აღდგენის მოთხოვნების სია წარუდგინა.
გამოცემა წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, რას მოიცავს რუსეთის მოთხოვნების სია და მზად არის თუ არა ის, კიევთან მოლაპარაკებები გამართოს მათ მიღებამდე.
Reuters-ს ორმა წყარომ უთხრა, რომ რუსი და ამერიკელი ოფიციალური პირები ბოლო სამი კვირის განმავლობაში ვირტუალურ და პირად საუბრებში ამ პირობებს განიხილავდნენ.
წყაროების თანახმად, კრემლის მიერ წამოყენებული მოთხოვნები ფართოა და მსგავსია იმ პირობებისა, რომლებიც რუსეთს უკრაინისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და NATO-თვის ადრე უკვე წარუდგენია.
მანამდე წამოყენებული მოთხოვნები მოიცავდა კიევის უარს NATO-ში გაწევრიანებაზე, შეთანხმებას, რომ უცხო ქვეყნის ჯარები არ განლაგდებიან უკრაინის ტერიტორიაზე და საერთაშორისო აღიარებას, რომ ყირიმი და 4 ოლქი რუსეთს ეკუთვნის.
ვაშინგტონში რუსეთის საელჩოსა და თეთრ სახლს Reuters-თან საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.