Reuters: პუტინი მშვიდობის სანაცვლოდ ითხოვს წერილობით გარანტიას ნატოს გაფართოების შეჩერებაზე

Reuters: პუტინი მშვიდობის სანაცვლოდ ითხოვს წერილობით გარანტიას ნატოს გაფართოების შეჩერებაზე

ვლადიმირ პუტინი მზადაა უკრაინაში ომის დასრულებისთვის, თუმცა მკაცრი პირობებით — მათ შორის, წერილობითი გარანტიით, რომ დასავლეთი შეწყვეტს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას და მოიხსნება სანქციების დიდი ნაწილი. ამის შესახებ ინფორმაციას სამი რუსული წყარო ავრცელებს, რომლებიც ჩართული არიან მოლაპარაკებების პროცესში.

წყაროთა თქმით, პუტინის მოთხოვნა გულისხმობს დასავლეთის მხრიდან ოფიციალურ უარს ნატოში უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიღებაზე — ანუ სწორედ იმ ქვეყნების, რომლებსაც მოსკოვი საკუთარ ისტორიულ გავლენის ზონად მიიჩნევს.