
ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, უკრაინას სახმელეთო მცირე დიამეტრის ბომბები (GLSDB) ისევ მიაწოდოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბომბები ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის გამოყენებით შეიძინეს.
ბოლო კვირების განმავლობაში, 19 GLSDB განახლებების ეფექტურობის შესაფასებლად გატესტეს.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აღნიშნული იარაღი ბრძოლის ველზე შესაძლოა უახლოეს დღეებში გამოიყენონ და ბოლოს ეს იარაღი უკრაინამ რამდენიმე თვის წინ გამოიყენა.
GLSBD (სახმელეთო მცირე დიამეტრის ბომბი) მოიცავს მცირე დიამეტრის ბომბს, რომლის GPS-ით მართვა შესაძლებელია და 150 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.