გამოცემა Reuters-ის ცნობით, აშშ მომავალ კვირას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს. ამის შესახებ Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
"11 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია 200 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. სამხედრო დახმარების პაკეტი, სავარაუდოდ, საბრძოლო მასალასა და ჯავშანტექნიკას მოიცავს", - წერს გამოცემა.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი ოთხშაბათს, ბრიუსელში, რამშტეინის ფორმატის მე-16 შეხვედრაზე გამოცხადდება.
უკრაინის თავდაცვის საკითხებზე რამშტეინის საკონტაქტო ჯგუფის მე-16 შეხვედრა 11 ოქტომბერს გაიმართება. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და აშშ-ის გაერთიანებული შტატების კომიტეტის თავმჯდომარე, ჩარლზ ბრაუნი დაესწრებიან.