ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარყო რუსეთის წინადადება უკრაინაში ომის შეწყვეტისა და მისი გაყინვის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Reuters რუსულ სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, პუტინი შეთავაზება გულისხმობდა ომის გაყინვას ამჟამინდელი მდგომარეობით და არ ითვალისწინებდა მის მიერ დაკავებული უკრაინული ტერიტორიების დათმობას.
მიუხედავად ამისა, ამერიკული წყაროები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობენ, რომ ვაშინგტონი არ აპირებს ისეთ მოლაპარაკებებში ჩართვას, რომლის მონაწილეც არ იქნება უკრაინა.
გამოცემა იუწყება, რომ ვლადიმირ პუტინმა ვაშინგტონს სიგნალები 2023 წელსაც, საჯარო და კერძო შუამავლების საშუალებითაც გაუგზავნა. უფრო კონკრეტულად მოიაზრებიან მოსკოვის არაბი პარტნიორები ახლო აღმოსავლეთში. გზავნილი გულისხმობდა, პუტინი მზად იყო განეხილა ომის შეწყვეტა უკრაინაში.
ამ დროისთვის, როგორც კრემლი, ისე თეთრი სახლი გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.