პროსახელისუფლებო და პრორუსული POSTV-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ ლევან ბერძენიშვილს ქუჩაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
"ერეკლე მეფე გმირი იყო და თქვენ არაკაცი ხართ", - ეუბნება ბერიძე ბერძენიშვილს და ამატებს, რომ ამას "მთელი საქართველოს" სახელით ამბობს.
ბოლო პერიოდში ბერძენიშვილი არაერთხელ გახდა პრორუსული ორგანიზაციების მხრიდან თავდასხმის ობიექტი. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა ყვარელში მოხდა, სადაც ბერძენიშვილს საჯარო ლექცია უნდა წაეკითხა.
მას პრორუსულმა ალტ-ინფომ ხალხი დაახვედრა, რის გამოც, უსაფრთხოების მიზნით, ბერძენიშვილის ლექცია გაუქმდა და მან ევროატლანტიკურ ცენტრთან მისვალა ვერ მოახერხა.
თავად ბერძენიშვილმა ამ აქციას ხელისუფლების მართული უწოდა, პოლიციაზე კი თქვა, რომ ის არ მოქმედებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ უთქვამს, რატომ ვერ მოახერხა ლექციის უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფა.