POLITICO: მაისის დასაწყისში საფრანგეთს სი ძინპინი ეწვევა

POLITICO: მაისის დასაწყისში საფრანგეთს სი ძინპინი ეწვევა

POLITICO-ს ინფორმაციით, მაისის დასაწყისში საფრანგეთს ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ეწვევა, რაც პანდემიის შემდეგ მისი პირველი ვიზიტი იქნება ევროპაში.

როგორც გამოცემა წერს, სი ძინპინის ვიზიტი ჩინეთ-საფრანგეთის დიპლომატიური ურთიერთობების 60 წლისთავს ემთხვევა და ჩინეთის ლიდერი ევროპასთან გაფუჭებული ურთიერთობების აღდგენას ეცდება.

წყარომ POLITICO-ს უთხრა, რომ საფრანგეთში განსხვავებული იქნება განწყობა იმ ღონისძიებასთან შედარებით, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების 50 წლისთავს მიეძღვნა.

"ეს იქნება ნაკლებად სადღესასწაულო, ამჟამინდელი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფსონების გათვალისწინებით", - თქვა წყარომ, რომელიც ვითარებას ახლოდან იცნობს.

გასულ წელს ჩინეთს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ეწვია.