
საქართველოს პროკურატურის თქმით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
"სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 18 ნოემბერს, მარნეულში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით დაზარალებულს ბასრი საგნით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა", - წერია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 19 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.