POG: დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის პირს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

POG: დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის პირს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის თქმით, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მას აღკვეთი ღონისძიების სახედ და ზომად 16 წლით პატიმრობა მიესაჯა.

"სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 14 ივნისს, ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას, რისი ნაწილიც გასაღების მიზნით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მასაურას და სოფელ ორთაბათუმის ტერიტორიაზე განათავსა", - წერია განცხადებაში.

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და 18, 260-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გასაღების მომზადება) და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.