PACE-ის პრეზიდენტი: მიუღებელია კობახიძის პირდაპირი მუქარა ზურაბიშვილზე

მინდა, შევახსენო ირაკლი კობახიძეს, რომ მისი ქვეყანა არის ევროპის საბჭოს წევრი. მიუღებელია მის მიერ განხორციელებული პირდაპირი მუქარა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, დააპატიმროს ის, როდესაც ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა ამოიწურება 29 დეკემბერს. ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს.

მოვუწოდებ კობახიძეს, გაიწვიოს ეს განცხადება და შეუერთდეს ევროპის საბჭოს პრინციპებს, რომლებსაც პატივი უნდა სცეს.

წერს PACE-ის პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი. დღეს დე ფაქტო პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა:

"ვნახოთ, სად გააგრძელებს სალომე ზურაბიშვილი ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ. წარმოვიდგინოთ, რომ ის გამაგრდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ეს სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევაა. 72 წლის ქალის ციხეში გაშვება შეიძლება არ მოუნდეს არავის, მაგრამ ის გაწირავს ყველას, ვინც მასთან ერთად იქნება რეზიდენციაში"