ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშში, რომელიც 28 ნოემბრითაა დათარიღებული, PACE აღნიშნავს, რომ არჩევნების დღეს მათი დამკვირვებლების მანქანა 40-მდე "კუნთმაგარმა" პირმა დააზიანა - ავტომობილს საბურავები გაუხვრიტა და მანქანა დააჯახა.
"სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში მდებარე საარჩევნო უბანზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გუნდის დაკვირვების დროს მიუღებელი ინციდენტი მოხდა. საარჩევნო უბნის გარეთ, გუნდის მანქანა განზრახ დააზიანა დაახლოებით 40 კუნთმაგარი და არამეგობრული პირისგან შემდგარმა ჯგუფმა. საბურავი გახვრიტეს და დაზიანებულ მანქანაზე ძველი მანქანის შეჯახებით სცადეს, ინციდენტი შემთხვევითობად წარმოეჩინათ", - ვკითხულობთ ანგარიშში.
PACE-ის ანგარიშში საუბარია სხვადასხვა ტიპის დარღვევებზე, რომლებმაც, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შეფასებით, "მნიშვნელოვნად გამოუთხარა ძირი საარჩევნო პროცესის სამართლიანობას და ეჭვქვეშ დააყენა მისი შედეგების ლეგიტიმურობა".
ანგარიშის თანახმად, ეს დარღვევებია:
ანგარიშის თანახმად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა "მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოავლინოს ძლიერი და ჭეშმარიტი პოლიტიკური ნება არჩევნებზე დაკვირვების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად".
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 26 ოქტომბრის არჩევნებს 32 წევრისგან შემდგარი დელეგაციით აკვირდებოდა. დელეგაციას ALDE-ის წევრი იულიან ბულაი ხელმძღვანელობდა.