გამოცემა The New York Times-ის ცნობით, რუსული ძალები ბრძოლის ველზე ტაქტიკას ცვლიან.
როგორც გამოცემა წერს, რუსული ჯარები უფრო მეტად იყენებენ [საბრძოლო] თვითმფრინავებს და სადაზვერვო შეტევებს ახორციელებენ.
"უკრაინა [კონტრშეტევისთვის] კარგად არის შეიარაღებული. აღჭურვილია საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით, ამერიკული და ევროპული იარაღით. მაგრამ რუსულმა ჯარებმა გააუმჯობესეს თავდაცვა, საარტილერიო კოორდინაცია და საჰაერო მხარდაჭერა.
მათი ტაქტიკა, შესაძლოა, ძალიან განსხვავდებოდეს ომის პირველი დღეებისგან. დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, ეს გაუმჯობესება რუსეთს უფრო მკაცრ მოწინააღმდეგედ აქცევს", - წერს გამოცემა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ყველაზე გამოცდილი რუსი ჯარისკაცები ომის დასაწყისში დაიღუპნენ. ისინი კი ვინც დღეს იბრძვიან, ნაკლებად გაწვრთნილი, ახლად მობილიზებული ძალები არიან, რომელთაც უჭირთ შეტევითი ოპერაცოების ჩატარება და დიდი სამხედრო ნაწილების მოძრაობის კოორდინაცია.