New York Times ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას უფლება მისცა, აშშ-ის მიერ მიწოდებული შორი რადიუსის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს.
წყაროს თქმით, უკრაინის ძალები რაკეტებს თავდაპირველად რუსეთის კურსკის რეგიონში რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ჯარების წინააღმდეგ გამოიყენებენ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ ეფექტური თავდაცვისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო პარტნიორების მიერ მიწოდებული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლების მიცემა.