არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ქართული ოცნების იმ წევრებს მიმართავენ, რომლებიც წლების განმავლობაში თავად მუშაობდნენ აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებში და მოუწოდებენ მათ, აუხსნან საზოგადოებას, "ავალებდნენ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებას".
NGO–ები აღნიშნავენ, რომ:
არასამთავროები ხაზს უსვამენ, რომ მათი ნაწილი, როგორც დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე მუშაობდნენ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართლმსაჯულების, თანასწორობის, თვითმმართველობისა და სხვა საკითხებზე.
"დღეს ისინი აცხადებენ, რომ ის ორგანიზაციები, რომლებსაც წლების განმავლობაში თავად წარმოადგენდნენ, უცხო სახელმწიფოების ინტერესებით მოქმედებენ და საფრთხეს წარმოადგენენ საქართველოსთვის. შესაბამისად, მოვუწოდებთ მათ, ქართველ ხალხს საჯაროდ აუხსნან, ვინმე ავალებდათ თუ არა მათ უცხო სახელმწიფოს ინტერესის სასარგებლოდ მოქმედებას და თუ კი, დაასახელონ კონკრეტული შემთხვევები.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვმოქმედებდით, ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ საკუთარი წესდებებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, საქართველოს მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად და საქართველოში დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების გასაძლიერებლად", – ნათქვამია განცხადებაში.