NGO-ები საჯარო მოხელეების წინააღმდეგ მოსაზრებების დაფიქსირების გამო რეპრესიებზე საუბრობენ

NGO-ები საჯარო მოხელეების წინააღმდეგ მოსაზრებების დაფიქსირების გამო რეპრესიებზე საუბრობენ

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია ჩემი ხმა საჯარო მოხელეების წინააღმდეგ მოსაზრებების დაფიქსირების გამო რეპრესიებზე საუბრობს და აცხადებს, რომ გათავისუფლებების ფორმა, მასშტაბი, დაუსაბუთებლობა, შერჩეული დრო და სხვა გარემოებები მიუთითებს, რომ ეს საჯარო მოსამსახურეთა საჩვენებელი-სადამსჯელო ღონისძიებებია.

ნინო ლომჯარიას თქმით, დისკრიმინაციული მოტივით საჯარო მოხელეები გაათავისუფლეს:

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, თბილისის მერიის ააიპ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტოდან, თბილისის მერიის სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოდან; სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან, საქართველოს პარლამენტიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან, იუსტიციის სახლიდან, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-დან, რუსთავის მუნიციპალიტეტიდან, ადიგენის მუნიციპალიტეტიდან, სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, სსიპ იურიდიული დახმარების ბიუროდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან, მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობიდან;

პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებები

გათავისუფლების ფორმალურ საფუძვლად როგორც წესი მითითებულია ხელშეკრულებების ვადის გასვლა. ფაქტობრივად კი, სამსახურებიდან დაითხოვეს ის საჯარო მოსამსახურეები რომლებმაც:

- ხელი მოაწერეს შესაბამისი სამსახურის სახელით საპროტესტო განცხადებებს და მოითხოვეს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვა;

- მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში;

- საჯაროდ, მათ შორის სოციალურ მედიაში აკრიტიკებენ სახელმწიფოს მიერ ჩადენილ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ.

მისივე თქმით, რეპრესიის იარაღად, ტრადიციულად, აქტიურად გამოიყენება რეორგანიზაცია. ის აღნიშნავს, რომ უკანონო რეორგანიზაციათა მხარდაჭერისთვის კანონში სპეციალური ცვლილებებიც შევიდა, მათ შორის ისიც, რომ ამ მექანიზმით უკანონოდ გათავისუფლებული პირები, სასამართლო საქმის მოგების შემდეგაც კი, ვერ შეძლებენ სამსახურში აღდგენას.

"გათავისუფლებების გარდა, რეპრესიის იარაღად გამოიყენება საჯარო მოხელის დაბალი შეფასების ქულების დაწერა. ვრცელდება ცნობები, რომ ბათუმის მერიის 26 თანამშრომელი, ვინც ხელი მოაწერა საპროტესტო განცხადებას, დადის აქციებზე და ღიად აფიქსირებს პოზიციას - შეფასებისას დასაბუთების გარეშე დაბალი ქულებით შეაფასეს და ე წ. “მეცამეტე ხელფასი” გაუნახევრეს.

ამ დროისთვის “საჯარო მოხელეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის - “კონსტიტუციის 78-ე მუხლის” ინფორმაციით, გათავისუფლებულია 16 საჯარო უწყების 70 თანამშრომელი. ათობით დასაქმებული საუბრობს დისკრიმინაციული მოპყრობაზე, რაც გამოიხატა დაუსაბუთებლად ნეგატიურ შეფასებებში, ჯილდოსა და დანამატის შეზღუდვაში.

საჯარო სექტორში დაწყებული რეპრესიები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან ერთად მიზნად ისახავს საჯარო სამსახურის პარტიული ვერტიკალისთვის უფრო მეტად დაქვემდებარებას. ამგვარი პოლიტიკური რეპრესიების მიზანია საჯარო სამსახურში დასაქმებულებმა - მოხელეებმა და ხელშეკრულებებით დასაქმებულმა პირებმა, სამსახურის დაკარგვის შიშით უარი თქვან პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვაზე, ან აქტიურ სამოქალაქო მონაწილეობაზე.

აღნიშნული ქმედებების ერთობლიობა შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რომელიც გულისხმობს დევნას, ჩადენილს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით", - ამბობს ნინო ლომჯარია.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები მხარდაჭერას უცხადებენ თითოეულ საჯარო მოსამსახურეს, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებიან საზოგადოებას და მხარს უჭერენ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვას.

"ჩვენ ვახორციელებთ საჯარო სამსახურში მიმდინარე რეპრესიების დოკუმენტირებას და მიმდინარე სახელმწიფო ტერორის შესახებ მტკიცებულებების საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიწოდებას.

ასევე, პოლიტიკური ნიშნით საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულ, ან შევიწროებულ მოხელეებს ვთავაზობთ იურიდიულ დახმარებას და სასამართლო წარმომადგენლობას. ამისთვის, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 599 948 671", - თქვა ნინო ლომჯარიამ.

NGO-ების თანახმად, იუსტიციის სამინისტროს სსიპებში რეპრესიებში მონაწილეობენ:

თბილისის მერიაში საჯარო მოხელეების რეპრესიებში მონაწილეობენ: