არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ოცნების მიერ ბოლო დროს გაჟღერებულ ანტიევროპულ განცხადებებს ეხმაურებიან და ამბობენ, რომ მმართველი გუნდის რიტორიკა ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას შეახსენებს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი ქვეყნის კონსტიტუციაშია გაწერილი, ხოლო რუსული კანონის მიღების მცდელობა "ქართველი ხალხის ღალატია".
"გუშინ, 11 აპრილს, ქართულმა ოცნებამ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა პარტიის გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის შემდეგი შინაარსის გზავნილი: "არც ერთი გაერთიანება არ მიღირს ჩემი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასათმობად".
ქართული ოცნება მსგავს გზავნილებს უკვე ღიად ავრცელებს. ბოლო პერიოდში ხელახლა წამოწყებული მასშტაბური ანტიდასავლური კამპანია, რუსული კანონის მიღების მცდელობა და საქართველოს ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მოწოდებების უგულებელყოფა გვაფიქრებინებს, რომ ქართული ოცნება ქვეყნის დასავლური კურსის შეცვლას ცდილობს.
ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი ქართველი ხალხის ურყევი ნება და არჩევანია, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლშია განმტკიცებული. ეს მუხლი ხელისუფლებას ავალდებულებს, ყველა ზომა მიიღოს ევროკავშირსა და NATO-ში გასაწევრიანებლად. რუსული კანონის მიღების მცდელობა და პარტიის მაღალჩინოსნების მხრიდან ევროკავშირში გაწევრების საწინააღმდეგო რიტორიკა კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ღალატია", - წერია ორგაიზაციების ერთოობლივ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: