NCDC-ის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა

NCDC-ის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა.

ირაკლი ფურცელაძე თანამშრომლებს ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა.

სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ "ირაკლი ფურცელაძის პროფესიული გამოცდილება და მენეჯერული უნარ-ჩვევები ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს".

ირაკლი ფურცელაძე მანამდე კერძო სექტორში მუშაობდა. 2011 წლიდან - 2014 წლამდე იყო ავერსი-ფარმა-ში სხვადასხვა წამყვან მენეჯერულ პოზიციაზე, ასევე, იყო ამავე კომპანიის გენერალური დირექტორიც. 2016-2018 წლებში ხელმძღვანელობდა სადაზღვეო კომპანია ალფას.