NATO-ს მაღალჩინოსნის, რობ ბაუერის თქმით, დასავლეთში მშვიდობიანი მოსახლეობა რუსეთთან კონფლიქტისთვის უნდა მოემზადოს.
"უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველაფრის დაგეგმვა არ შეიძლება. არ ვამბობ, რომ სიტუაცია ხვალ გართულდება, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ახლა ის მოცემულობა არ გვაქვს, როცა შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ.
სწორედ ამიტომ, ჩვენ [NATO-ს ძალები] რუსეთთან კონფლიქტისთვის ვემზადებით", - თქვა NATO-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა.
მანამდე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, 5-8 წელიწადში NATO-ს წევრ ქვეყნებს შეუტიოს.