ვილნიუსის ისტორიული სამიტი დასრულებულია. შედეგებს ბრიტინგზე შეაჯამებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა. იგეგმება ჯო ბაიდენის მიმართვაც. სწორედ უკრაინის მხარდაჭერას შეეხება ჯო ბაიდენის გამოსვლაში, რომელიც ცოტა ხანშია დაგეგმილი. სამიტი კიევისთვის უმნიშვნელოვანესი პროგრესით დასრულდა. NATO-ს გზა შემოკლებულია, ამოქმედდა NATO-უკრაინის საბჭო, დიდმა შვიდეულმა და უკრაინამ კი სამხედრო დახმარებისა და უსაფრთხოების გარანტიებზე დეკლარაცია მიიღეს.