NATO-ს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა

NATO-ს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა. მისი ვიზიტი დაანონსებული არ ყოფილა.

20 აპრილს დილით სტოლტენბერგი დააფიქსირეს კიევის ცენტრში, სადაც მიხაილოვის მოედანზე დაცემულ უკრაინელ სამხედროებს პატივს მიაგებდა.

როგორც ცნობილი გახდა, NATO-ს გენერალური მდივანი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება. ვიზიტის სხვა გეგმები უცნობია.