ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის ჯარები დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონების საზღვართან დაწინაურდნენ.
"2 ოქტომბერს გამოქვეყნებული გეოლოკაციის კადრები აჩვენებს, რომ უკრაინული ძალები ნოვომაიორსკიდან ჩრდილო-დასავლეთით (ველიკა ნოვოსელკადან სამხრეთ-აღმოსავლეთით 18 კმ) დაწინაურდნენ.
უკრაინის გენერალური შტაბი იტყობინება, რომ უკრაინული ჯარები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს მელიტოპოლის (ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით) და ბახმუტის მიმართულებით", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
უკრაინის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსული ძალები წარუმატებლად ცდილობდნენ დონეცკის ოლქის ანდრიივკას რაიონში დაკარგული პოზიციების აღდგენას.