ISW: უკრაინელები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე 10 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებენ

ISW: უკრაინელები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე 10 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებენ

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინელები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე 10 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებენ.

"უკრაინელი სამხედროები ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე სახმელეთო ოპერაციებს აგრძელებენ. ახლა ბრძოლები გრძელდება პოიმას, პეშჩანოვკას და კრინკის დასახლებებთან. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალები კრინკის ცენტრში პოზიციებს ინარჩუნებენ.

17 ნოემბერს, უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე რუსეთის ექვსი თავდასხმა მოიგერიეს", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

გუშინდელ ISW-ის მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსული საოკუპაციო ძალები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადაჯგუფებას შეეცდებიან. ამერიკელი სამხედრო ექსპერტებისა და ანალიტიკოსების თქმით, რუსებს, შესაძლოა, უკან დახევა მოუწიოთ.