ISW: უკრაინამ, შესაძლოა, წლის ბოლომდე F-16-ების პირველი პარტია მიიღოს

ISW: უკრაინამ, შესაძლოა, წლის ბოლომდე F-16-ების პირველი პარტია მიიღოს

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინამ, შესაძლოა, წლის ბოლომდე F-16 საბრძოლო თვითმფრინავების პირველი პარტია მიიღოს.

"უკრაინა, სავარაუდოდ, F-16 გამანადგურებლების პირველ პარტიას წლის ბოლომდე მიიღებს. 22 დეკემბერს, ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა, მარკ რუტემ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ უკრაინისთვის 18 F-16-ის გადაცემა იგეგმება", - ნათქვამია განცხადებაში.

ნიდერლანდების პრემიერმინისტრის განცხადებით, F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის ერთ-ერთი მთავარი ვალდებულებაა.

ამასთან, ის ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ადასტურებს ნიდერლანდების მუდმივ ვალდებულებას, უზრუნველყოს უკრაინის მხარდაჭერა, რომელიც მას რუსეთის მიმდინარე აგრესიაზე საპასუხოდ სჭირდება.