ISW: სამხედრო ტექნიკის ნაკლებობის გამო რუსეთი იძულებულია ქვეითი ჯარი გამოიყენოს

ISW: სამხედრო ტექნიკის ნაკლებობის გამო რუსეთი იძულებულია ქვეითი ჯარი გამოიყენოს

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, სამხედრო ტექნიკის ნაკლებობის გამო რუსეთი იძულებულია ქვეითი ჯარი გამოიყენოს.

"ბრძოლის ველზე სამხედრო ტექნიკისა და გაწვრთნილი პერსონალის დიდი დანაკარგის გამო, საოკუპაციო არმია თავდასხმებისას სულ უფრო მეტად იყენებს ქვეითთა საბრძოლო ჯარს.

რუსეთის ტაქტიკური შეტევები დონეცკის ოლქში ფართო ოპერაციულ გარღვევას არ გამოიწვევს. რუსეთის ფედერაციას არ შეუძლია მოამზადოს საკმარისი რაოდენობის სამხედრო პერსონალი შეტევებისთვის, რაც აუცილებელია მნიშვნელოვანი წინსვლისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 310 650 ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება, რომ უკრაინელმა სამხედროებმა სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკის განადგურება შეძლეს.