აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის [ISW] მიხედვით, რუსეთის უკრაინაზე მზარდი და რეგულარული საჰაერო თავდასხმები ბოლო დროს, როგორც ჩანს, არის მცდელობა, შეარყიოს უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევაზე უახლოეს მომავალში.
19 აპრილიდან რუსულმა ჯარებმა განახორციელეს სულ მცირე 10 დარტყმის სერია მთელ უკრაინაში.
ISW-ს მიხედვით, ახალი საჰაერო კამპანიის დროს, რუსული ჯარები იყენებენ ბევრად ნაკლებ ზუსტი მართვის რაკეტებს, ვიდრე 2022 წლის შემოდგომაზე და 2023 წლის ზამთარში უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიური დარტყმების დროს. როგორც ჩანს, რუსულმა ძალებმა დიდწილად ამოწურეს ზუსტი მართვის რაკეტების მარაგი.
რუსული ძალები ბევრად უფრო დამოკიდებულნი გახდნენ ირანული წარმოების შაჰედის დრონებზე. უკრაინის არმიამ ამჯერად ისწავლა რუსულ ზუსტი მართვის რაკეტებთან უფრო ეფექტურად გამკლავება.