ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსებს ბახმუტის დაახლოებით 65% ოკუპირებული აქვთ.
"ვაგნერელები, შესაძლოა, ბახმუტის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში წარმატებების კონსოლიდაციას ცდილობენ, რათა ქალაქის ცენტრისკენ გადავიდნენ და კონტროლის ზონა ბახმუტის დასავლეთ ნაწილში გააფართოონ.
რუსეთის ჯარები ბოლო 7 დღის განმავლობაში ბახმუტის მიმართულებით დაწინაურდნენ და მათ ამჟამად ქალაქის დაახლოებით 65% ოკუპირებული აქვთ", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
მანამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ ბახმუტისთვის ბრძოლის ყველაზე ინტენსიური ეტაპი ახლა მიმდინარეობს, ვითარება კი სტაბილურად მძიმეა. მისი თქმით, მტერი ადამიანურ რესურსებში, იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობაში მნიშვნელოვან ზარალს განიცდის, მაგრამ შეტევითი ოპერაციების წარმოებას აგრძელებს.