ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსები კუპიანსკი-სვატოვო-კრემენაიაზე შეტევას აგრძელებენ, თუმცა წარმატებას ვერ აღწევენ.
"რუსული ძალები კუპიანსკი-სვატოვო-კრემენაიაზე შეტევას აგრძელებენ, თუმცა, სავარაუდოდ, წინსვლას ვერ ახერხებენ.
ამასთან, უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინულმა ჯარებმა რუსეთის თავდასხმები კუპიანსკის ჩრდილო-აღმოსავლეთით და სინკოვკას მახლობლად (კუპიანსკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 9 კმ) მოიგერიეს", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსი პროპაგანდისტები აცხადებენ, რომ რუსული ჯარები ცდილობენ, გაარღვიონ თავდაცვა სინკოვკასა და სერებრიანსკის ტყის მიდამოებში, კრემენაიას სამხრეთით, მაგრამ ამერიკელი სამხედრო ექსპერტებისა და ანალიტიკოსების თქმით, უკრაინული ჯარები ამ მიმართულებით თავდასხმებს იგერიებენ.