ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომის დასრულებით არ არის დაინტერესებული, ის სრული გამარჯვებისკენ ისწრაფვის.
"მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინმა კვლავ დაიწყო ომის დასრულებისადმი ინტერესის გამოხატვა. თუმცა პუტინი ამით სერიოზულად არ არის დაინტერესებული. ის რუსეთის სრული გამარჯვებისკენ ისწრაფვის.
მისი ინტერესი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიზნად ისახავს დასავლეთის მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარების შეფერხებას და თავიდან აცილებას", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოცემა The New York Times წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომის გაყინვისთვის მზაობის შესახებ სიგნალებს აგზავნის.
ამის შესახებ გამოცემამ კრემლთან ახლოს მყოფ რუს ყოფილ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით დაწერა.