ISW: ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვაგნერელებმა ბახმუტის გარეთ გააგრძელონ ბრძოლა

ISW: ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვაგნერელებმა ბახმუტის გარეთ გააგრძელონ ბრძოლა

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვაგნერელებმა ბახმუტის გარეთ გააგრძელონ ბრძოლა.

"რუსებისთვის სიტუაცია ბახმუტში განსაკუთრებით დაუცველია, რადგან [არმიის] თავდასხმამ ამ მხარეში კულმინაციას მიაღწია, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აძლევს შესაძლებლობას, განახორციელონ შემდგომი კონტრშეტევები ბახმუტში და ისედაც დასუსტებულ რუსეთის ფლანგებზე.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვაგნერელებმა ბახმუტის გარეთ გააგრძელონ ბრძოლა, დაღლილობისა და მათი შეტევითი შესაძლებლობების შეზღუდვის გამო", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, ოკუპანტებმა უმნიშვნელო წარმატებას მიაღწიეს ავდიივკას მიდამოებში. მათ მცირე ტერიტორიული გამარჯვება მოიპოვეს პერვომაისკესთან, ავდიივკას სამხრეთ-დასავლეთით 11 კილომეტრში. ამავდროულად, ოკუპანტებმა წარუმატებელი თავდასხმები განახორციელეს ნოვოკალინოვოს, ვოდიანოესა და მარინკას მახლობლად.