ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, 5 კვირაში უკრაინამ თითქმის იმდენი ტერიტორია დაიბრუნა, რამდენიც რუსეთმა 6 თვეში დაიპყრო.
"5 კვირაში უკრაინამ თითქმის იმდენი ტერიტორია დაიბრუნა, რამდენიც რუსეთმა 6 თვეში დაიპყრო. უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, ქალაქი ბახმუტი უკრაინის თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშაა", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
ISW-ს თქმით, როგორც უკრაინული, ისე რუსული წყაროები ბოლო დღეებში იმაზე მიუთითებენ, რომ უკრაინა ბახმუტის რეგიონსა და მის სახმრეთ-დასავლეთ ფლანგებზე წინ მიიწევს, რამაც უკრაინულ ძალებს, შესაძლოა, უპირატესობა მისცეს.
ამასთან, ამერიკელი ექსპერტები აცხადებენ, რომ 10 ივლისს, უკრაინულმა ჯარებმა კონტრშეტევითი ოპერაციები ფრონტის სულ მცირე სამ სექტორში განახორციელეს.