ISSA-ს კვლევა: გამოკითხულთა 60%-მდე ემხრობა პროტესტს, 76.3% პატიმრების გათავისუფლებას

ISSA-ს კვლევა: გამოკითხულთა 60%-მდე ემხრობა პროტესტს, 76.3% პატიმრების გათავისუფლებას

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (ISSA) ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის განწყობების კვლევას აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 60%-მდე ემხრობა საქართველოში მიმდინარე პროტესტს; 45% კი პროტესტის აქტიური მხარდამჭერია.

უმრავლესობა ასევე ეთანხმება მიმდინარე პროტესტი ძირითად მოთხოვნებს - კერძოდ, 62% მხარს უჭერს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, ხოლო 76.3% - პატიმრების განთავისუფლებას.

რაოდენობრივი კვლევა ჩაატარა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA). საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 18-30 იანვრის შუალედში და პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2000 რესპონდენტი. გამოკითხულია საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა. ცდომილებაა +- 2.2%, 95%-იანი სანდოობით.

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (ISSA) არის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 2000 წლიდან. ორგანიზაცია ატარებს როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ კვლევებს.