
საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის მიხედვით, რომელსაც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) აწარმოვა, მზია ამაღლობელის მიმართ წაყენებულ ბრალდებას უსამართლოდ მიიჩნევს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (59%).
კვლევის მიხედვით, უსამართლობის განცდა მაღალია რეგიონებშიც (54%), თუმცა, გაცილებით მაღალია თბილისელებში (70%).
პროევროპული ოპოზიციის და ქ/ოცნების ამომრჩევლებში დიამეტრულად საპირისპირო შეფასებებია.
თუმცა, ქ/ოცნების ამომრჩევლების 22% მ. ამაღლობელის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას უსამართლოდ მიიჩნევს, ხოლო თითქმის ამდენივე (23%) შეფასებას ვერ/არ გამოთქვამს.
კვლევის მეთოდოლოგია