
საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის მიხედვით, რომელსაც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) აწარმოვა, საქართველოს მოსახლეობის 55% ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების" კურსი რუსეთის ან მასთან დაახლოებული ქვეყნების (ჩინეთი, ირანი და სხვა) ინტერესების გატარებას ემსახურება.
ამასთანავე, მოსახლეობის 30% ფიქრობს, რომ ივანიშვილის პარტია დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას ეწევა და კონკრეტულად არც ერთი ქვეყნის ინტერესებს არ ატარებს. ეს მაჩვენებელი "ოცნების" ამომრჩევლებს შორის კი 66%-ს უდრის.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 6% მოიაზრებს, რომ მთავრობას პროდასავლური კურსი უჭირავს და დასავლურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის გზაზე დგას.
კვლევის მეთოდოლოგია