საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მოწონების რეიტინგში გამოკითხულთა 91%-ით პირველ ადგილს კვლავ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე იკავებს.
პატრიარქის შემდეგ, გამოკითხულთა 52%-სთვის ყველაზე მოსაწონი საზოგადო ფიგურა თბილისის მერი კახა კალაძეა. რაც შეეხება მესამე ადგილს, ის 48%-ით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დაიკავა. მას შემდეგ რეიტინგში მოხვდა პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.
სრული რეიტინგი ასე გამოიყურება:
რაც შეეხება ინსტიტუტებს, 77%-ს ყველაზე მეტად ქართული ჯარი მოსწონს, 72%-ს - საქართველოს საპატრიარქო, 63%-ს - პოლიცია, ხოლო 62%-ს - მედია. სრული სია ასე გამოიყურება:
IRI-ს კვლევის საველე სამუშაოები Polling & Marketing-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წლის 4-დან 23 მარტამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. გამოიკითხა საქართველოს 1500 მოქალაქე 18 წლის ზემოთ, ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვს და ეს რაოდენობა გენერალური მოსახლეობის ჭრილში რეპრეზენტატულია ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით. გამოპასუხების მაჩვენებელმა შეადგინა 63%. ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტული პუნქტი. კვლევა დაფინანსდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.