ისრაელის თავდაცვის ძალების და უსაფრთხოების სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელელი ჯარისკაცი ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის ტყვეობიდან გაათავისუფლეს. მძევლად აყვანილი სამხედროს გათავისუფლება, გვიან ღამით, ებრაული მხარის მიერ წამოწყებული სპეცოპერაციის ფარგლებში მოხდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ორი მეგიდიში თავს კარგად გრძნობს და ოჯახს უკვე შეხვდა. სამხედროს გათავისუფლების სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ორი მეგიდიში, სამხედროა, რომელიც ჰამასმა 7 ოქტომბერს, ნაჰალიოზის ბაზის შტურმისას მძევლად აიყვანეს.