ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაადასტურა, რომ ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას სავარაუდო შემცვლელი ჰაშემ საფიედინი 4 ოქტომბერს, ბეირუთზე საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
IDF-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბერს საფიედინი ტერორისტული დაჯგუფების დაზვერვის განყოფილების ხელმძღვანელთან, ჰუსეინ ალი ჰაზიმასთან ერთადაა ლიკვიდირებული.
განცხადებით თანახმად, თავდასხმის ობიექტი ბეირუთში მდებარე ჰეზბოლას მიწისქვეშა სადაზვერვო შტაბბინა იყო.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, თავდასხმის დროს ჰეზბოლას სადაზვერვო სამმართველოს 25-ზე მეტი წევრი შტაბში იმყოფებოდა.
8 ოქტომბერს ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუ აღნიშნა, რომ ნასრალას მემკვიდრე შესაძლოა ისრაელის თავდაცვის ძალებს მოეკლათ. ჰეზბოლას ჰაშემ საფიედინის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ დაუდასტურებია.
მანამდე, 28 სექტემბერს ისრაელის არმიამ ლიბანში ჰეზბოლას ლიდერის ჰასან ნასრალას სიკვდილი დაადასტურა.