IDF: ღაზის საავადმყოფოს აფეთქება ტერორისტების მიერ რაკეტის წარუმატებელ გაშვებას მოჰყვა

IDF: ღაზის საავადმყოფოს აფეთქება ტერორისტების მიერ რაკეტის წარუმატებელ გაშვებას მოჰყვა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა დღეს გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ახსნილია, რომ ღაზის ქალაში საავადმყოფოს აფეთქება არ შეიძლება ყოფილიყო ისრაელის საჰაერო თავდაცვის შედეგი, არამედ ეს ყოველივე ჰამასის მიერ რაკეტის წარუმატებელმა გაშვებამ გამოიწვია.

გამოსახულებაზე დაყრდნობით, რომელიც აჩვენებს ხანძრის შედეგად რამდენიმე მანქანაზე მიყენებულ ზიანს, IDF 30-წამიან ვიდეოში ხსნის, რომ ხანძარი საავადმყოფოში ტერორისტული ჯგუფის მიერ რაკეტის წარუმატებელი გაშვების შედეგად უნდა გაჩენილიყო. გარდა ამისა, არ არსებობდა კრატერები ან მნიშვნელოვანი დაზიანებები სხვა შენობებზე, რომლებიც შესაძლოა ისრაელის საჰაერო თავდაცვას გამოეწვია.

"ეს მტკიცებულებები აშკარად ადასტურებენ ფაქტს, რომ ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო ისრაელის ბომბი. არ იყო მნიშვნელოვანი დაზიანება საავადმყოფოს გარშემო მდებარე შენობებზე. არ აღინიშნებოდა არავითარი მსგავსება იმ ადგილებთან სადაც ისრაელის ბომბები აფეთქდა“, - თქვა IDF-ის სპიკერმა ჯონათან კონრიკუსმა.

ამასთანავე IDF-მა პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნა აუდიო ჩანაწერი, რომელშიც, მათივე განმართებით, ორი პალესტინელი მებრძოლი რაკეტის წარუმატებელ გაშვებაზე საუბრობს, რამაც საბოლოო ჯამში საავადმყოფოს აფეთქება გამოიწვია.

ჩანაწერში ერთ-ერთი მოსაუბრე ამბობს, რომ ტერორისტებმა რაკეტა ღაზის საავადმყოფოსთან მდებარე სასაფლაოდან ისროლეს.

"საავადმყოფოს უკნიდან არასწორად გაისროლეს[პალესტინელმა ისლამური ჯიჰადის მებრძოლებმა] და საავადმყოფოსვე დაეცა", - საუბრობს ჩანაწერის ერთ-ერთი მონაწილე.

IDF-ში აცხადებენ, რომ ავთენტურობის დასაზუსტებლად, მასალა რამდენიმე სადაზვერვო სამსახურთან გადააზუსტეს.

ისლამურმა ჯიჰადის მოძარაობამ უარყო ისრაელის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და მას ცრუ და უსაფუძვლო უწოდა. ასევე აცხადებს, რომ საავადმყოფოების მსგავს საჯარო დაწესებულებებს სამხედრო მიზნებისთვის არ იყენებს.